Enter your keyword

post

გაიცანი Upward-ის ლექტორი: ლიზა ჩადუნელი

გაიცანი Upward-ის ლექტორი: ლიზა ჩადუნელი

თანამედროვე პროფესიულ სამყაროში ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო სტანდარტად ჩამოყალიბდა. ეს უნარი მრავალმხრივი შესაძლებლობებისკენ ხსნის გზას პიროვნული თუ კარიერული განვითარების კუთხით.

სწორედ ამიტომ Upward-ში ინგლისური ენის პრაქტიკული ონლაინ კურსები შევქმენით, რომლებიც ამ უნარის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში დაგეხმარება. ამ ბლოგში კი გაიცნობ ლიზას, მასწავლებელს, ვისთვისაც ინგლისური ენის სწავლება ცოცხალი და შედეგზე ორიენტირებული პროცესია.

ლიზას მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც სწავლების, ასევე სასწავლო პროგრამების განვითარების კუთხითაც. მისი პროფესიული საქმიანობა განათლების სფეროში სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, როდესაც ტუტორინგი მისი დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. დროთა განმავლობაში კი საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეთა პროგრესის დანახვა თანდათან ლიზას მთავარი მოტივაცია გახდა.

Erasmus-ის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ლიზა მაგისტრის ხარისხს დაეუფლა განათლების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა უმაღლესი განათლების მართვასა და სწავლა-სწავლების პროცესზე იყო ფოკუსირებული. აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა სწავლების რეფლექსიური და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომის ჩამოყალიბება.

2019-2020 წლებში ლიზა დანიაში ინგლისური ენის მასწავლებლის ასისტენტადაც მუშაობდა და აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე თბილისის კომუნიკაციების სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და ჩართული იყო სასწავლო კურსების განვითარებასა და სასწავლო სტრუქტურების გაუმჯობესებაში. ამ პერიოდში გაიღრმავა ხედვა სტუდენტების საჭიროებების, კურიკულუმის დიზაინისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვის მიმართულებით. 

ამჟამად კი ლიზა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში VIII-XII კლასის მოსწავლეებს ასწავლის და მუშაობს სხვადასხვა დონისა და საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. ასევე პარალელურად უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ზრდასრული მოსწავლეების ტუტორიცაა და მათ სხვადასხვა მიმართულებით უწევს მხარდაჭერას: აკადემიური სწავლება, ეროვნული და სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადება, პროფესიული განვითარება და ყოველდღიური კომუნიკაციის გაუმჯობესება.

ინგლისური ენის ონლაინ კურსები Upward-ის ონლაინ აკადემიაში

ლიზა Upward-ში ინგლისური ენის ორ კურსს გაუძღვება:

  • ინგლისური დამწყებთათვის (Beginner Level) – ეს კურსი განკუთვნილია დამწყებებისათვის. პროგრამის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან გრამატიკულ საფუძვლებსა და ენის ძირითადი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა კითხვის უნარის განვითარებას, რაც მათ დაეხმარებათ ტექსტების გააზრებაში, ლექსიკური მარაგის შექმნასა და თავდაჯერებულობის ამაღლებაში.
  • სალაპარაკო ინგლისური (B1/B2+) – ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე ფლობს ინგლისურ ენას, მაგრამ უჭირს მისი აქტიური გამოყენება რეალურ სიტუაციებში. პროგრამის ძირითადი ფოკუსი საუბრის უნარების გაუმჯობესებაა, რათა მოსწავლეებმა შეძლონ აზრის თავისუფლად და ბუნებრივად გამოხატვა. 

სწავლების პროცესი და მიდგომები

როგორც ლიზა აღნიშნავს, კურსების განმავლობაში სწავლების პროცესი სტუდენტზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებულია. თემების, მაგალითებისა და სასწავლო მასალის შერჩევისას კი განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეთა ინტერესებს, საჭიროებებსა და მოტივაციას.

„უკუკავშირი სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. სწავლება აღიქმება როგორც ორმხრივი პროცესი, რომელშიც სწავლა ორივე მხრიდან მიმდინარეობს მე ვასწავლი და მოსწავლეებისგანაც ბევრს ვსწავლობ. შეცდომები მისაღებია და სასურველიც, რადგან ისინი სწავლისა და განვითარების აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს.“

 

ლიზას აზრით, სწავლება ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როდესაც პროცესში ორივე მხარე აქტიურად არის ჩართული. მოტივაცია, გახსნილობა და ინტერესის გამოჩენა მნიშვნელოვნად ამდიდრებს სასწავლო პროცესს. მომავალ მოსწავლეებს კი ურჩევს, რომ შეცდომების დაშვებას არ შეუშინდნენ, რადგან ისინი პროგრესისა და განვითარების აუცილებელი ნაწილია

ამიტომ, თუ ახლა გეგმავთ ინგლისური ენის შესწავლას ან საუბრის ბარიერის დაძლევას, Upward-ის ონლაინ აკადემია ამისთვის საუკეთესო არჩევანია. შემოგვიერთდი და მიაღწიე სასურველ შედეგს პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად.