Enter your keyword

Course

ფრანგული ენის კურსი დონე 1-2 | A1/A2

ლექტორი

კურსის შესახებ

ფრანგული ენის საწყისი (A1-A2) ეტაპები უზრუნველყოფს მყარ საძირკველს ენის წარმატებით ასათვისებლად.

ამ დონეების გავლა შესაძლებლობას გაძლევს, ნულიდან დაიწყო ენის შესწავლა და თავდაჯერებულად აწარმოო კომუნიკაცია ყოველდღიურ გარემოში. აღნიშნული კურსი გეხმარება მარტივად აღიქვა და გამოიყენო ძირითადი გამოთქმები, შეისწავლო ფრანგული გრამატიკის საბაზისო პრინციპები და თავისუფლად დაამყარო კავშირი ყოველდღიურ თემატიკაზე.

კურსის მიმოხილვა

ფრანგული ენის A1-A2 დონის კურსის ძირითადი მახასიათებლები:

ლექსიკური მარაგი: ავსებს თქვენს ლექსიკონს ყოველდღიური და პრაქტიკული ტერმინებით, რაც გაძლევთ საშუალებას, თავისუფლად ჩაებათ მარტივ დიალოგებში და დააფიქსიროთ საკუთარი აზრი.

გრამატიკული სტრუქტურები: გაცნობთ აუცილებელ გრამატიკულ წესებსა და ფორმებს — მათ შორის ზმნების უღლებას, ძირითად წარსულ და მომავალ დროებს, კავშირებსა და წინადადების აგების პრინციპებს.

თემატიკა: აერთიანებს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ყოველდღიური რუტინა, სწავლა, სამუშაო გარემო, მგზავრობა, თავისუფალი დრო, შოპინგი და პირადი პრეფერენციების გაზიარება.

ენობრივი უნარები: მიმართულია მოსმენის უნარის განვითარებაზე, საუბარში აქტიურ ჩართვაზე, მოკლე წერილობითი ნიმუშების (ელფოსტა, ჩანაწერები) შედგენასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაზე.

მიზანი და შედეგი: უზრუნველყოფს მყარი ფუნდამენტის ჩამოყალიბებას და ამზადებს მსმენელებს საერთაშორისო დონის გამოცდებისთვის (DELF A1-A2), რაც გზას უხსნის ენის შემდგომი — საშუალო (B1-B2) საფეხურებისკენ.

ხშირად დასმული კითხვები

არა, A1 დონე განკუთვნილია აბსოლუტური დამწყებთათვის. კურსი იწყება ენის ფუნდამენტური საფუძვლებიდან და ეტაპობრივად აგიყვანს A2 დონემდე.

გაიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს, შეისწავლით ფრანგული გრამატიკის ძირითად კონსტრუქციებს და შეძლებთ ყოველდღიურ თემებზე თავისუფლად საუბარს. ისწავლით დაახლოებით 600 სიტყვამდე და მოემზადებით რეალური სიტუაციებისათვის.

გექნებათ ყოველდღიურ სიტუაციებში თავისუფლად კომუნიკაციის, აუდიომასალის მოსმენისა და მარტივი წერილობითი ტექსტების შედგენის უნარი.

დიახ, პროგრამა აქცენტს აკეთებს პრაქტიკულ უნარებზე, რაც რეალურ გარემოში დამოუკიდებლად კომუნიკაციის საშუალებას მოგცემთ.

იმიტომ, რომ ჩვენთან გელოდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდი და მცირე ჯგუფები ინდივიდუალური მიდგომით.

ხანგრძლივობა 90 წუთი
ფასი 175,00 

გააზიარე კურსი