Enter your keyword

post

გაიცანი Upward-ის სტუდენტი: თეონა მჭედლიშვილი

ჩინური ენა მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ენაა უნიკალური იეროგლიფებითა და ტონალური ჟღერადობით. ამ მიზეზით მისი შესწავლა ხშირად საკმაოდ რთულად გადასალახ ბარიერად მიიჩნევა. თუმცა რეალურად დაუძლეველი არაფერია. ამაში დასარწმუნებლად გაეცანი თეონა მჭედლიშვილის გზას ჩინური ენის HSK1 დონის სერტიფიკატამდე.

თეონა უცხოური ენების შესწავლით ყოველთვის იყო დაინტერესებული. თავდაპირველად ის ევროპულ ენებს ეუფლებოდა. სკოლის პერიოდში რუსულსა და ინგლისურ ენებს სწავლობდა, უნივერსიტეტში კი- ფრანგულს. ხოლო მობილური აპლიკაციების დახმარებით ესპანური ენაც შეისწავლა. თუმცა უკვე ორი წელია, რაც  მის ცხოვრებაში აზიური ენები და კულტურა შემოიჭრა.

ინტერნეტში თეონა ხშირად ეცნობოდა კორეულ და ჩინურ კულტურას. საბოლოოდ კი ჩინურმა ენამ იმდენად მოხიბლა, მისი სერიოზულად შესწავლა გადაწყვიტა. ამ მიზნით თეონამ აპლიკაცია Duolingo-ს მიმართა, შემდეგ კი UPWARD-ი აღმოაჩინა, სადაც ჩინური ენის სიღრმისეულად შესწავლას შეუდგა.

“დღემდე მაკვირვებს ჩინური ენის ლოგიკა, იეროგლიფების, სიტყვებისა და ფრაზების ურთიერთთანხმობა.”

სწავლის დაწყებამდე თეონა იეროგლიფებს დაუძლეველ ბარიერად მიიჩნევდა. თუმცა UPWARD-ში მოსვლის შემდეგ ეს წარმოდგენა შეეცვალა – მათი დამახსოვრება არც თუ ისე რთულია, როგორიც შორიდან ჩანს. ამ ეტაპზე მისთვის გამოწვევად ტონები რჩება, რასაც მისი მასწავლებლის დახმარებით მუდმივად აუმჯობესებს.

სწავლის პროცესში დამატებითი მოტივაცია UPWARD-ის ინიციატივა იყო – აკადემიამ წელს ჩინური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა რამდენიმე სტუდენტს დაუფინანსა, მათ შორის, თეონასაც. დაფინანსების მოპოვება მისთვის სტიმული იყო, გამოცდა წარმატებით ჩაებარებინა. ამას მიღებული შედეგიც ადასტურებს – თეონამ უმაღლესი ქულა აიღო და HSK1 დონის სერტიფიკატს დაეუფლა!

თეონას წარმატების მიღწევაში UPWARD-ში მისი მასწავლებელი, თათია ქარქაშაძე დაეხმარა, რომელიც მუდამ ცდილობდა მის გამხნევებას რთული იეროგლიფისა ან გრამატიკული ნაწილის შესწავლისას. სწავლების პროცესი კი ყოველთვის მორგებული იყო სტუდენტის შესაძლებლობებსა და უნარ-ჩვევებზე. ეს კი თეონასთვის ამარტივებდა ჩინური ენის ათვისებას და მეტად მოტივირებული იყო შემდეგი ეტაპებისთვის.

თეონამ უკვე შემდეგი მიზანიც დაისახა – HSK2 დონის დაძლევა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება. ამ გზაზე საკუთარ თავსა და ჯგუფელებს სიმშვიდესა და გონებრივ მობილიზებას უსურვებს.

ასე რომ, თუ აზიური სამყაროს აღმოჩენა და ახლოს გაცნობა გსურს, UPWARD-ი ამ გზაზე საუკეთესო დასაწყისია!