Enter your keyword

post

გაიცანი Upward-ის ლექტორი: ტიფანი მორი

გაიცანი Upward-ის ლექტორი: ტიფანი მორი

დღევანდელ სამყაროში ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა უსაზღვრო შესაძლებლობებთან ასოცირდება. იგი გეხმარება როგორც კარიერულ და პროფესიულ ზრდაში, ისე პიროვნულ განვითარებაში. ამიტომ UPWARD-ში ბიზნეს ინგლისური ენის კურსები შევქმენით, რომელსაც გამოცდილი მასწავლებელი, ტიფანი მური გაუძღვება.
ტიფანი უმაღლესი განათლების სფეროს გამოცდილი სპეციალისტი და ბოსტონის Northeastern University-ის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია (PhD) ინგლისურ ენაში. მისი კვლევის ძირითადი ფოკუსი შექსპირი და კინემატოგრაფიაა, თუმცა თავს ფართო პროფილის სპეციალისტად მიიჩნევს. ტიფანის 25 წლიანი მრავალფეროვანი კარიერა განათლების სფეროში მოიცავს გამოცდილებას სასწავლო კურიკულუმების შემუშავებაში, სტუდენტების მენტორინგში, წერის ცენტრების მართვასა და წამყვან გლობალურ უნივერისტეტებში მულტიდისციპლინურ სწავლებაში.
განათლების სფეროში ტიფანის კარიერული განვითარება სწავლებისადმი სიყვარულმა განაპირობა. მისი აზრით, სწავლის პროცესი არასდროს უნდა შეწყვიტოს. რადგანაც მუდმივად „სკოლაში“ ყოფნა უნდოდა, გამოსავალიც იპოვა – სწავლება მისი „საიდუმლო გზაა“ იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სივრცე არასდროს დატოვოს.
„სტუდენტებისგან მიღებული ენერგია და მათი წარმატებით გამოწვეული კმაყოფილება ჩემთვის მუდმივი მოტივაციაა. მადლიერი ვარ იმ ნდობისთვის, რომელსაც ისინი მიცხადებენ და ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდები.”
მასწავლებლის პროფესიამ ტიფანის მრავალმხრივი შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა. წლების განმავლობაში საშუალება მიეცა, შეხვედროდა უამრავ საინტერესო ადამიანს განსხვავებული სფეროდან, ემოგზაურა და ეცხოვრა სხვადასხვა ქვეყანაში.
სწავლების სტილი და მიდგომები
ერთი საინტერესო ფაქტი ტიფანის შესახებ – ის პროფესიონალი მსახიობია, რომელიც სცენაზე 4 წლიდან დგას. მას არაერთხელ უთამაშია თეატრსა თუ კინოში და უმუშავია გახმოვანებაზეც კი. ეს გამოცდილება მის სწავლების სტილს განსაკუთრებულ დინამიკას სძენს.
როგორც ტიფანი აღნიშნავს, მისი მიზანია, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და სტუდენტზე ორიენტირებული იყოს. მისი აზრით, ინდუქციური მიდგომა სტუდენტებს მეტ თავდაჯერებულობას სძენს. ამასთანავე, სამსახიობო გამოცდილება ეხმარება, იყოს მოქნილი და მარტივად მოახდინოს იმპროვიზაცია კლასის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მისი გაკვეთილები არასდროს არის მოსაწყენი ან რუტინული.
ინტერაქციული მეთოდების გარდა, ის აქტიურად იყენებს რეალურ, ავთენტურ სტატიებსა და ვიდეოებს. ეს უზრუნველყოფს სტუდენტების მეტად ჩართულობასა და დაინტერესებას. ამასთანავე, ტიფანი ფლობს სპეციალიზაციას პოზიტიურ ფსიქოლოგიაში, რაც საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
ტიფანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უნივერსალურ უნარებს (Transferable Skills), რომლებსაც სტუდენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსხავევბულ სიტუაციებში გამოიყენებს. ის ცდილობს, რომ ამ უნარების განვითარებაზე იმუშაოს და სტუდენტებს სამყაროს უკეთ შეცნობაში შეუწყოს ხელი.
რას შეისწავლით ინგლისური ენის კურსზე ტიფანისთან ერთად?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტიფანი UPWARD-ში ბიზნეს ინგლისური ენის კურსებს გაუძღვება. ამ კურსზე სტუდენტები შეისწავლიან ინგლისური ენის ძირითად გრამატიკას, გაიმდიდრებენ სიტყვების მარაგს, იმუშავებენ მათ სწორ გამოთქმაზე და შეიძენენ თავდაჯერებულობას რეალურ, ყოველდღიურ სიტუაციებში კომუნიკაციისთვის. როგორც რიტორიკის, აკადემიური წერის, საჯარო გამოსვლებისა და ESL/EAP-ის (ინგლისური აკადემიური მიზნებისთვის) ექსპერტი, ტიფანი მზადაა, სტუდენტებს მისი მრავალფეროვანი და უნიკალური ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ.
მომავალ სტუდენტებს ტიფანი გირჩევთ, რომ არ იყოთ მორცხვები. იყავით მზად რისკისთვის – კომფორტის ზონიდან გამოსვლა სრულიად ნორმალური პროცესია. ტიფანი ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობაა. სამყარო კი რთული და საოცარი ადგილია, სადაც ყოველთვის არის რაღაც ახალი აღმოსაჩენი. ამიტომ სწავლა ღირებულია როგორც პრაქტიკული მიზნებისთვის, ისე თავად შემეცნების პროცესისთვის.
ასე რომ, თუ ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება გსურს და მზად ხარ ახალი, საინტერესო და შემეცნებითი თავგადასავლისთვის ტიფანისთან ერთად, UPWARD-ში გელოდებით!