გაიცანი Upward-ის ლექტორი: თათია ქარქაშაძე
ჩინური ენის შესწავლა ხშირად საკმაოდ რთულ გამოწვევად მიიჩნევა. თუმცა მისი ცოდნა შრომით ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიან კანდიდატად გაქცევს.
Upward-ის ონლაინ აკადემიაში კი შესაძლებლობა გეძლევა, დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ენას პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად. ასე რომ, გაიცანი თათია ქარქაშაძე, რომელიც ჩინური ენის კურსებს გაუძღვება.
თათია ალტე უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობდა, სადაც კონფუცის ინსტიტუტში ჩინურ ენასაც ეუფლებოდა. 2024 წელს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიანტი გახდა და ერთი წლის მანძილზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში გააგრძელა ჩინური ენის მაღალი დონის შესწავლა. ამ პერიოდში ჩააბარა ჩინური ენის მაღალი დონის (HSK5) გამოცდაც.
ამჟამად თათია ჩინურ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობს და პარალელურად თარჯიმანთა ბიუროებთანაც თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც ხშირად უწევს თარჯიმნობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას.
თათიას ყოველთვის იზიდავდა სხვა ადამიანებისათვის საკუთარი ცოდნის გაზიარების პროცესი. პედაგოგობა კი სწორედ ის პროფესიაა, რომელიც მისი პიროვნული და პროფესიული თვისებების რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ უკვე ორ წელზე მეტია, რაც გაკვეთილებს ონლაინ უძღვება.
რას ისწავლით ჩინური ენის კურსზე?
ჩინური ენის კურსი მოიცავს ენის ოთხ ძირითად კომპონენტს: წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა თარგმნის უნარების განვითარებასაც, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ ჩინური ენის პრაქტიკაში გამოყენებასა და სამომავლო კარიერული მიზნების დასახვაში.
ჩინური ენის უნიკალური იეროგლიფური დამწერლობიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა წერისა და კითხვის კომპონენტსაც. თათიას მთავარი მიზანია, მოსწავლემ შეძლოს საუბარი ცოდნის დონის შესაბამისად, იქნება ეს დამწყები თუ საშუალო დონე. ამიტომ სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი იქნება ლექსიკური მარაგის გამდიდრება და გრამატიკული კონსტრუქციების სწორად გამოყენების შესწავლა.
ამ კურსის მთავარ რესურსს ჩინური ენის სტანდარტული გამოცდის (HSK) სახელმძღვანელო წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდის სტანდარტებს. ეს მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მოემზადოს შესაბამისი ენის დონის გამოცდის ჩაბარებაში.
ამავდროულად, კურსის განმავლობაში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ჩინური კულტურის ელემენტებს, მოამზადონ პრეზენტაციები რელევანტურ თემებზე როგორც ქართულ, ისე ჩინურ ენებზე; ზეპირსიტყვიერად ან წერილობით წარმოადგინონ ინდივიდუალური თუ ჯგუფური დავალებები/პროექტები.
კურსის დასასრულს კი აუცილებლად ჩატარდება შესაბამისი დონის HSK-ის იმიტირებული გამოცდა და ონლაინ პრეზენტაცია მოსწავლისთვის საინტერესო თემის შესახებ. ამიტომ მოსწავლეები მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას დააგროვებენ.
შეისწავლე ჩინური ენა Upward-ში!
მომავალ მოსწავლეებს თათია ურჩევს, რომ არ შეუშინდნენ ჩინური ენის სირთულეს, რადგან ენის თითოეული კომპონენტის ხარისხიანად შესწავლითა და თვითდისციპლით მარტივად დაძლევენ ამ პროცესში არსებულ გამოწვევებს.
ამგვარად, თუ ჩინური ენისა და კულტურის სამაყაროში სამოგზაუროდ მზად ხარ, Upward-ში შემოგვიერთდი!