გაიცანი Upward-ის ლექტორი: ანანო ნატროშვილი
დღეს გერმანული ენის ცოდნა მრავალი შესაძლებლობისკენ გიხსნის კარს როგორც განათლების, ისე პროფესიული განვითარების კუთხითაც. იგი განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლა საერთაშორისო ასპარეზზე სურს. გერმანული ენა საკმაოდ მოთხოვნადია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესი, ტექნოლოგია და მეცნიერება.
სწორედ ამიტომ UPWARD-ის ონლაინ აკადემიაში გერმანული ენის კურსები შევქმენით, რომელსაც ანანო ნატროშვილი გაუძღვება.
ანანო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა. გერმანული ენა თავისი სტრუქტურითა და ლოგიკით მისთვის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველი იყო. ის გერმანული ენის C1 დონეს ფლობს და ბაკალავრიატის ერთი სემესტრი გერმანიაში გაატარა. ბოლო პერიოდში ანანო სწავლებით დაინტერესდა. როდესაც პირველად დაიწყო სხვებისთვის გერმანული ენის სწავლაში დახმარება და მათი პროგრესი დაინახა, მიხვდა, რომ ეს ის მიმართულება იყო, სადაც ნამდვილად სურდა განვითარება.
„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ცოდნის გაზიარება ისეთივე საინტერესოა, როგორც თავად სწავლა“.
ანანომ სწავლების მეთოდიკაში ტრენინგებიც გაიარა და უკვე ექვსი წელია, რაც გერმანული ენის კერძო ტუტორად მუშაობს. ის სტუდენტებს ყოველდღიური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა და ასევე ამზადებდა გერმანული ენის გამოცდებისთვის. მას გამოცდილება აქვს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გაკვეთილების ჩატარებაში.
როგორც ანანო აღნიშნავს, სწავლება მისთვის არის პროცესი, რომლის დროსაც იგი ადამიანს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელი უცხო ენაში. ამიტომ თუ გერმანული ენის სწავლას გადაწყვეტ, UPWARD-ში შენთვის საინტერესო კურსებს აღმოაჩენ. ანანო გერმანული ენის კურსებს გაუძღვება A1, B1 და B2 დონეებზე. აქ შეისწავლი გერმანული ენის გრამატიკას, სიტყვათა მარაგს, სწორ გამოთქმასა და რეალურ კომუნიკაციას.
კურსზე სწავლების სტილი იქნება ინტერაქტიული, პრაქტიკაზე ორიენტირებული და სტუდენტზე მორგებული. კურსის დასრულების შემდეგ კი შეძლებ ყოველდღიურ თემებზე კომუნიკაციას, წერასა და გერმანული ტექსტების გაგებას შესაბამის დონეზე. შესაბამისად, ეს კურსი განსაკუთრებით დამხმარე იქნება დამწყებებისთვის, სტუდენტებისთვის და ასევე მათთვის, ვინც გერმანიაში გეგმავს სწავლის გაგრძელებას ან მუშაობის დაწყებას ან უბრალოდ ენის სწავლა სურს.
მომავალ სტუდენტებს ანანო გირჩევთ, რომ იყოთ თანმიმდევრული და ყოველდღიურად დაუთმოთ თუნდაც მცირე დრო ენას. წარმატების მიღწევაში კი მოთმინება, რეგულარული პრაქტიკა და შეცდომების დაშვების შიშისგან გათავისუფლება შეგიწყობთ ხელს.
ასე რომ, თუ გერმანული ენის შესწავლა ან არსებული ცოდნისა და უნერების გაუმჯობესება გსურს, UPWARD-ში გელოდებით!