Enter your keyword

post

გაიცანი Upward-ის სტუდენტი: თამარ თევზაძე

გაიცანი Upward-ის სტუდენტი: თამარ თევზაძე

აზიური კულტურა და ენები უცხო სამყაროს აღარ წარმოადგენს. იგი მრავალფეროვანი გამოცდილებებისა და პროფესიული შესაძლებლობებისკენ ხსნის გზას. ამ ბლოგში გაიცნობ UPWARD-ის სტუდენტს, თამარ თევზაძეს, რომელსაც სურს, რომ ჩინურენოვანი გიდი გახდეს.

თამარი გარკვეული ხანი ჩინეთში ცხოვრობდა და ენის საბაზისო ცოდნაც ჰქონდა. დასახული მიზნის მისაღწევად და ცოდნის გასაღრმავებლად კი UPWARD-ს შემოერთდა. როგორც აღნიშნავს, მისთვის სწავლის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იეროგლიფების დამახსოვრება აღმოჩნდა. თუმცა დათმობილმა დრომ და სწორმა მიდგომამ შედეგი სწრაფად გამოიღო.

ენის შესწავლის პროცესში კი თამარისთვის საინტერესო აღმოჩნდა ჩინური სიტყვების ლოგიკა. კერძოდ, ერთსა და იმავე სიტყვას ტონისა და კონტექსტის მიხედვით რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, 天 სიტყვა აერთიანებს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა ზეცა, ღმერთი, დღე და კვირა. ეს მნიშვნელობები კი შინაარსობრივად ერთამენთთან ახლოს არის.

მიმდინარე სასწავლო წელს UPWARD-მა ჩინური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდაზე გასვლა რამდენიმე მოსწავლეს დაუფინანსა. თამარიც ერთ-ერთი მათგანია. მისთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა გამოცდის დაფინანსების მოპოვება. ეს მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ ყოფილა. ეს ლექტორისა და კომპანიის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და იმედია, რასაც თან ახლდა დიდი პასუხისმგებლობაც.

იმედები ნამდვილად გამართლდა და თამარმა HSK1 დონის გამოცდის ჩაბარება მაქსიმალური შეფასებებით შეძლო! ეს UPWARD-ის დიდი წარმატებაცაა – აკადემიის სწავლების ეფექტური მეთოდოლოგია და ხარისხი შედეგებშიც აისახა. ამ გზაზე კი თამარს ლექტორი, თათია ქარქაშაძე დაეხმარა.

თათია მაქსიმალურად ცდილობს მოსწავლეების შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებას და შესაბამისად, მაქსიმალურად მეტის სწავლებას. თამარის თქმით, კურსის განმავლობაში სტუდენტებმა ბევრად გაიმდიდრეს ლექსიკა და შეიძინეს მრავალფეროვანი ცოდნა, რაც მათ შემდეგ დონეებზე აუცილებლად გამოადგებათ. 

HSK1 სერტიფიკატი მხოლოდ დასაწყისია – თამარის ახალი მიზანი ჩინური ენის მინიმუმ HSK4 დონის დაუფლება და გამოცდის ჩაბარებაა. მას სურს, რომ თავისუფლად შეძლოს ამ ენაზე კომუნიკაცია და ნებისმიერ თემაზე საკუთარი აზრის გამოთქმა შეეძლოს. ეს კი ჩინურენოვანი გიდის პროფესიისკენ გადადგმული მყარი ნაბიჯი იქნება.

ამგვარად, შენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე UPWARD-ი საიმედო მეგზურობას გაგიწევს და რთულ გამოწვევებს საინტერესო თავგადასავლებად აქცევს. შემოგვიერთდი!